მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი აცხადებს, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე თქვა.
“არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლს, გულით მრცხვენია იმ პარლამენტარების და სისტემის, ვინც საზოგადოებრივი აზრის დისკრედიტაციას და ასევე პრეზიდენტის დისკრედიტაციას ცდილობს. ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა”- განაცხადა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა.
წინასასამართლო სხდომა 21 მაისისთვის ჩაინიშნა.
გიორგანაშვილის სსკ-ის 262-ე და 260-ე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებენ.
მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.
გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.
30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.