სექს - სკანდალი სამეფო ოჯახში! - პიპი მიდლტონის მილიარდერ მამამთილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

15:16 04-03-2018
626

ჰოლივიდში დაწყებულმა სექს-სკანდალმა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის, უახლოეს წევრებამდეც კი, მიაღწია.

კერძოდ, კეიტ მიდლტონის დის, პიპი მიდლტონის მამამთილი, პარიზის აეროპორტში დააკავეს. დევიდ მეთიუს, ბრალად დასდეს, არასრულწლოვანის გაუპატიურება. 

ინციდენტი, 1998 წელს, კუნძულ სენტ-ბარტსზე მდებარე, საკუთარ, ფეშენებელურ სასტუმროში მოხდა. ერთი წლის შემდეგ კი, იგივე ფაქტი, პარიზში განმეორდა. 

დამნაშავე, 74 წლის დევიდ მეთიუ, აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელებული ბრალდებები, მცდარი და სკანდალურია.

სამართალდამცველების ცნობით, მათ, წელიწადნახევარში, უნდა გამიძიონ,  ბრალდებულის საქმე.

შეგახსენებთ, რომ პიპა მიდლტონი, დევიდის შვილის, ჯეიმს მეთიუს მეუღლეა. Eden Rock Capital Management-ის კომპანიის მფლობელის და დირექტორის, მილიარდერის, ჯეიმსის და პიპას ქორწილი, 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, გასული წლის მაისში შედგა. წყვილმა ერთმანეთი, სწორედ, იმ კუნძულზე გაიცნეს, სადაც სკანდალური ფაქტი მოხდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:  

 

 

 
ავტორი: რუსა ღვანიძე