"მოცეკვევე მილიონერი" ჯანლუკა ვაკი ისევ ბრუნდება! - ორ სართულიანი იახტა და სადღესასწაულო ტორტი

17:13 04-03-2018
2066

მოცეკვავე მილიონერი, ინსტაგრამის ვარსკვლავი, ჯანლუკა ვაკი, დიდი ხანია, აღარ გამოჩელილა საზოგადოების წინაშე. ის, 2016 წლის ზაფხულში, მსოფლიოში, ერთ-ერთი პოპალური ადამიანი, იახტაზე, მის შეყვარებულთან, ჯორჯი გაბრიელთან ერთად, შესრულებული, ცეკვის შემდეგ გახდა. 

შეგახსენებთ, რომ მილიონერს, პრობლემები, საბანკო კრედიტების გამო დაეწყო - მოცეკვავეს, 10,5 მილიონი ევროს კრედიტი ჰქონდა აღებული. 

ცნობილია, რომ ჯანლუკა, ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში დაიბადა, ამიტომ იტალიელი მოცეკვევე, მისი ოჯახის კომპანიის, Fin Vacchi Finanziaria Vacchi- ის, რომელიც ჯერ კიდევ 1961 წელს, მამამ დაუტოვა, 30%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის ძირითად წილს, კი მისი ძმა, ალბერტო ვაკი განაგებს, რომელიც მის ქონებას და პირად ცხოვრებას, ჯანლუკასგან განსხვავებთ, სოციალურ ქსელებში, არ ასაჯაროებს. 

იტალიელ ბიზნესმენს, ჯანლუკა ვაკის, 10 მილიონი ევროს ოდენობის ქონება, დაუყადაღეს. გაზეთი Corriere della Sera-ს ცნობით, საქმე ეხებოდა იახტებს, აგარაკებსა და მილიონერის აქციებს. ასევე ვაკის გოლფ-კლუბის წილს. 

ბანკი Banco BPM-დან გამოტანილი კრედიტის შემდეგ, ბიზნესმენმა, ვალი სრულად არ გადაიხადა. ეს კრედიტი, მან, თავისი ჰოლდინგის First Investments-თვის გამოიტანა და ასევე 6 მილიონი, რომელიც პორტო-ჩარვოს კურორტზე სახლისთვის გამოყო.

მთლიანობაში, მისი ვალი 60 მილიონ ევროს აღწევდა, ამასთან. მისი აქტივები, მხოლოდ 28 მილიონი ევრო იყო.

ჯანლუკა ვაკი - Instagram-ის ვარსკვლავი გახდა, რომელსაც 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავდა. ვიდეო, სადაც ის, მეუღლესთან (ამჟამად უკვე ყოფილთან) ერთად იახტაზე ცეკვავს, მილიონობით ადამიანმა ნახა, რის შემდეგაც მას მოცეკვავე მილიონერი შეარქვეს.

საბანკო კრედიტების და პრობლებების გამო, მოცეკვავე მილიონერი, ისე განაწყენდა, რომ ცეკვაც კი შეწყვიტა. მაგრამ ეს, მხოლოდ დროებით - ინსტაგრამზე, მისი ცხოვრება და გართობა, ისევ გრძელდება, ერთადერთი, იმ ფაქტის გამოკლებით, რომ ის, მეუღლეს დაშორდა.

რამდენიმე დღის წინ, ჯანლუკამ, სოციალურ ქსელში, 2 სართულიან იახტაზე გადაღებული ფოტოები ატვირთა. მართალაია, ამ ეტაპზე, ვაკი არ ცეკვავს, მაგრამ ერთ-ერთ მეგობარს, იტალიელ ტელეწამყვანს, რაფაელ ძარდოს, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, სიურპრიზად,  სადღესასწაულო ტორტს მიართმევს. 

ამ ეტაპზე, მოცეკვავე მილიონერი, ისევ ინსტაგრამის პოპულარული ვარსკვლავი  გახდა.

სავარაუდოდ, ალბერტომ, მის დაზარალებულ ძმას, ჯანლუკას, დახმარების ხელი გაუწოდა და წვრილმანი ხარჯებისთვის, თანხა გაუგზავნა, რომ დაევიწყებინა, წარსული  პრობლემები, რომლის გამოც, მოცეკვავემ, საკმაოდ დიდი სტრესი მიიღო. 

იხ.  ვიდეო და ფოტოკოლაჟი: 

 
ავტორი: რუსა ღვანიძე