შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დავით ლაცაბიძე აცხადებს, რომ თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის დასაკავებლად გამოძიებას დრო და მტკიცებულებები დასჭირდა.
ამის შესახებ ლაცაბიძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" წამყვანის კითხვის - რატომ დააკავეს ქორიძე ახლა, როდესაც მის საქმეში მონაწილე ერთ-ერთ ბრალდებულს საპროცესო გარიგება 2017 წლის ივლისში გაუფორმდა, განაცხადა.
"იმ ცალკეული მტკიცებულებების შეკრებას, მოძიებას, რომელსაც ჩვენ ვადებთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, სჭირდებაოდა დრო. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში, ჯაბა ხულორდავას დაკავებიდან დღემდე, არშეწყვეტილა გამოძიება. ეტაპობრივად ხდებოდა მტკიცებულებების შეკრება. დღეის მდგოამრეობით, როდესაც მივიჩნიეთ, რომ არსებობს სახეზე საკმაირის მტკიცებულებები, რომ მიგვემართა სასამართლოსთვის, და დაგვესაბუთებინა აუცილებლობა ირაკლი ქორიძის დაკავებისა, ჩვენ ეს გავაკეთეთ", - განაცხადა დავით ლაცაბიძემ.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.