"ჯაბა ხულორდავას ჩვენება ირაკლი ქორიძის დაქირავებულმა ადვოკატმა შეაცვლევინა..." - დავით ლაცაბიძე

20:49 04-03-2018
163

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დავით ლაცაბიძე აცხადებს, რომ თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეში ჯაბა ხულორდავამ ჩვენება ირაკლი ქორიძის მიერ დაქირავებული ადვოკატის გამო შეცვალა.

ამის შესახებ დავით ლაცაბიძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა.

"ის, რომ ვიღაცას ჩვენება შეაცვლევინეს, ამაზე კომენტარი სისხლის სამართლის პროკურორმაც გააკეთა და დაადასტურა. როდესაც ჯაბა ხულორდავა დააკავეს, მან თავიდანვე თქვა, რომ დაკავებისას აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება არა მხოლოდ მისი, არამედ გიორგი გიორგანაშვილის და ირაკლი ქორიძისაც იყო. შემდეგ მასთან შევიდა ადვოკატი, რომელიც, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაქირავებული იყო ირაკლი ქორიძის მიერ, და გადაათმქევინა პირვანდელი განმარტება და მიაცემინა საერთოდ სხვა ჩვენება. როდესაც ადვოაკტის ზემოქმედება განეიტრალდა, და ჯაბა ხულორდავა დამოუკიდებელი იყო თავისი აზრის ჩამოყალიბებაში, მან უკვე მისცა ის ჩვენება, რომელცი შემდგომში, სასამართლო პროცესებზეც დაადასტურა", - განაცხად დავით ლაცაბიძემ.

ჯაბა ხულორდავა, რომელიც „ბახალას“ საქმეში პროკურატურის მოწმე იყო, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქვეყანაში შემოტანის საქმეზე, [ვინაიდან მან ითანამშრომლა გამოძიებასთან], საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე