"ჩვენც გვაინტერესებს ის მეთოდები, როგორ ჩამოვიდა ბახალა თურქეთამდე ნარკოტიკული საშუალებებით..." - დავით ლაცაბიძე

21:05 04-03-2018
193

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დავით ლაცაბიძე აცხადებს, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიერ როგორ მოხდა 900 აბი ბუპრენორფინის საფრანგეთიდან ტრაბზონში ჩამოტანა, მასაც აინტერესებს.

ამის შესახებ დავით ლაცაბიძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" ისაუბრა. მისი თქმით, თუ ბახალა ამ მეთოდებზე საჯაროდ ისაუბრებს, ეს სამართალდამცავ ორგანოებს მსგავსი დანაშაულებების გახსნაში დაეხმარება. 

"ჩვენც გვაინტერესებს ის მეთოდები, როგორ ჩამოვიდა თურქეთამდე ნარკოტიკული საშუალებებით, თუმცა აქვე იმასაც განვმარტავ, რომ საფრანგეთში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული პრეპარატი არ არის დასჯადი სამართლებრივად და შესაბამისად, მისი ფლობა არ გამოიწვევდა პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ჯაბა ხულორდავას მიერ ნარკოტიკული საშუალების შემოტანას საქართველოში, სწორედ აღნიშნული გარემოებისთვის იყო დაგეგმილი ირაკლი ქორიძის მეთოდი, რომ ენახათ ვითომ ავადმყოფი, მიემგზავრებოდნენ ვითომ სამკურნალოდ თურქეთში, და ამ გზით შემოეტანათ რეანომობილით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ შეძლეს",  -განაცხადა დავით ლაცაბიძემ. 

მისი თქმით, ის ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ამ სქემის დროს ამოიღეს, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარის ღირებულებისაა, თვითღირებულება კი 3000 -დან 7000 ლარამდეა. 

2017 წლის 25 იანვარს, როდესაც ბახალა თურქეთიდან (სადაც ის პირად საქმეზე იმყოფებოდა), ბათუმის გავლით, ტაქსით თბილისში ბრუნდებოდა, პოლიციამ ის აღმაშენებლის ხეივანთან დააკავა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე