"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი ფიქრობს, რომ მას მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სჯერა.
ამის შესახებ წიქარიშვილმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა.
"რატომ არ უნდა დავუჯერო "ბახალას" და რატომ უნდა დავუჯერო ორ პოლიციელს, რომლებმაც თავის დროზე ჩაუდეს და დადასტურდა "ბირჟა მაფიის" წევრებს, მიხეილ თათრაშვილს, ბაჩო სირაძეს, დავით ხარშილაძეს, და ა.შ. როდესაც საქმეში არანაირი ახალი გარემოება არ არსებობს და ბრალს უმძიმებ, აშკარად საქმე გვაქვს სხვა ამბავთან", - განაცხადა წიქარიშვილმა.