მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ვერ ხვდება, რატომ აქვს მოსახდელი ბოდიში საზოგადოების წინაშე.
მსახიობმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" დეპუტატის განცხადებას უპასუხა.
"მაინტერესებს ბოდიში რისთვის აქვს მოსახდელი. იმისთვის, რომ სახელმწიფოსავით ერთი ხელის მოსმით არ ვწირავ და ვღალატობ ადამიანს?! იმისთვის, რომ კითხვები მიჩნდება რაღაცებთან, იმისთვის, რომ ასე ბრმად არ ვენდობი მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას, რომელთა ჩვენებებიც სასამართლოზე არ ემთხვეოდა?! იმისთვის, რომ 13 წლის მოზარდს ვიღაც ცხოველმა ცხოვრება დაუმახინჯა და ადამიანს 2 გრამი "ემდიემეისთვის" 8 წელს უსჯიან და ამას ვაპროტესტებ, ამისთვის მაქვს ბოდიში მოსახდელი?! 10 წელი გავიდა, რა ვერ დავაყენეთ ეს კამერები საზღვარზე. ბატონ ვანოსთან ყველაფრისთვის ბოდიში მქონია მოსახდელი", - განაცხადა კალატოზიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა დაუმსახურებლად ესროლეს სასამართლოს ქვები და პოლიციას - ტალახი.