გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აბსოლუტურად უდანაშაულოა.
ამის შესახებ ადვოკატმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა.
"ეს სქემა დახატა ჯაბა ხულორდავამ. ირაკლი ქორიძე არ წამოსულა პოლიციიდან. ჯაბა ხულორდავადან წამოვიდა ირაკლი ხულორდავა. მან გადაწყვიტა, რომ მისთვის ნაცნობი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გამოეწვია და მიეღო ის, რაც მიიღო. ეს განაჩენი", - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ დარწმუენბულია, რომ მის უდანაშულობას დაამტკიცებს.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.