პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს.
„სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებთან დაკავშირებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივაა, განათლების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. გადაწტყვეტილებების მთავარი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად ყველა მოსწავლეს შეეძლება. ამ პროგრამის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება და 1700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლების 100 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს ამაში მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრის ჩატარებაზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა ქუჩაში. მივესალმები ამ ინიციატივას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.