"ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მხოლოდ პრეზიდენტზე, არამედ შეტევა შეწყალების პროცესის, იდეის წინააღმდეგ..." - ზვიად ქორიძე

12:37 04-04-2018
155

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებით,  შეწყალების კომისიის თანჯდომარემ ზვიად ქორიძემ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, შეწყალების პროცესს პრეზიდენტი მარგველაშვილი არ განიხილავს პოლიტიკურ პროცესად.

"შეწყალების პროცესი ჩვენთვის კომისიის წევრებისთვის ეს არის სახელმწიფოს ერთადერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, ფუნქციის სწორად გამოყენების საშუალება და ჩვენ სწორედ ამ მექანიზით ვხელმძღვანელობთ. ყოველთვის მოგვისმენია ჩვენ, როდესაც საჯარო სივრცეში გამოდის პრეზიდენტი, ის საუბრობს იმაზე, რომ შეწყალების აქტი ეს არ არის პოლიტიკური აქტი, შეწყალების აქტი არის ჰუმანური აქტი და ეს ძალიან სწორად უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ. შეწყალების პროცესის მიმართ მიმდინარე ბოლო დროინდელი პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მხოლოდ პრეზიდენტზე, შეწყალების კომისიის იმ შემადგენლობაზე, რომელიც მუშაობდა ირაკლი ქორიძის საქმეზე. ეს არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესის, იდეის წინააღმდეგ. ჩვენ ბოლო დღეებია კარგად ვაკვირდებით, როგორ მიზანმიმართულად ცდილობენ ამ პროცესის დანგრევას", - განაცხადა ქორიძემ.

 

 

სესე კოპალეიშვილი