ზვიად ქორიძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს: "მსჯავრდებული, რომელიც შეწყალებას არ ითხოვს, ჩვენ მათ საქმეებს ვერ განვიხილავთ"

13:27 04-04-2018
182

შეწყალების კომისია არ დაინტერესებულა იმ ადამიანების საქმეებით, რომლებიც დაბალ პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ პოლიტპატიმრებად, ეს არის სიცრუე - ასე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ოპოზიციის ბრალდებებს. 

"შეწყალების კომისია ინტერესდება ყველა იმ საქმით, რომელიც შემოდის შეწყალების კომისიაში. შეწყალების კომისიის ყველა წევრი, დეტალურად ეცნობა იმ მასალებს, რომლებიც არის წარმოდგენილი შეწყალების კომისიაში. მსჯავრდებული, რომელიც არ ითხოვს შეწყალებას, ჩვენ მათ საქმეებს ვერ განვიხილავთ. ვინც ითხოვს შეწყალებას და ვინც წარმოადგენს მასალებს, ჩვენ ყველას განვიხილავთ. რაც შეეხება შერჩევითობას, შეწყალების პროცესი არის შერჩევითობის პროცესი, შეწყალების პროცესი არ არის ანმისტირების პროცესი", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციამ შეწყალების კომისია და პრეზიდენტი შეწყალების შერჩევითობის პრინციპის გამოყენებაში დაადანაშაულა. ოპოზიციის თქმით, კომისია და პრეზიდენტი მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ მიწოდებულ სიით ხელმძღვანელობენ.