სროლა "YouTube"-ის სათავო ოფისში - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ვიდეო)

13:30 04-04-2018
161

კალიფორნიის შტატის, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე, ქალაქ სან-ბრუნოში მდებარე, YouTube-ის სათაო ოფისში, რამდენიმე ხნის წინ, ახალგაზრდა უცნობმა ქალბატონმა, სროლის შედეგად, 3 ადამიანი დაჭრა.

სან-ბრუნო ედ ბერბერინის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, უცნობმა ქალმა, შენობაში სროლა დაიწყო, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაჭრა, ერთ--ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. 

სან-ფრანცისკოს სამედიცინო კლინიკის მთავარმა ექიმმა, ენდრიუ კემპბელმა,  ინფორმაცია დაადასტურ და განაცხადა რომ 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საკმაოდ მძიმეა.  

საინფორმაციო წყაროს BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი, შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა. მისი ვინაობა ცნობილია. ბრალდებული, კალიფორნიის შტატში მცხოვრები, ირანელი ქალი, 39 წლის, ნაზიმ აგდამია, რომელიც შენობაში, მარტო მოქმედებდა. 

წინასწარი ინფორმაციით, სროლის მიზეზი, YouTube-თან, ყოფითი პრობლემებია და მას, ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მან იარაღიდან გასროლა, 20-ჯერ განახორციელა. ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელი, ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი ნასიმ აგდამი, რომელიც შავ სამოსსა და თავსაბურავში იყო გამოწყობილი, იარაღით შეიჭრა ოფისში.

როგორც განცხადებაში ნათქვამია, მისი ქმედება, ტერორისტულ აქტს, არ უკავშირდება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევას, FBI გამოიძიებს.

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:

 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე