ნაომი კემპბელი აფრიკული "ფესვებიდან" გამომდინარე ჟურნალის "Vogue Afrika" გამოშვებას გეგმავს

17:40 04-04-2018
240

ჰოლივიდის ვარსკვლავი, მსახიობი და მოდელი ნაომი კემპბელი, დაიბადა და გაიზარდა ბრიტანეთში. მისი  სამოდელო კარიერის დასაწყისი ევროპაა, რომელიც აშშ-ში, წარმატებით გაგრძელდა. ნაომი ფიქრობს, რომ  აფრიკული ფესვებიდან გამომდინარე,  მისი ვალია, გარკვეული წვლილი შეიტანოს, აფრიკულ სამოდელო ინდუსტრიაში. 

რამდენიმე დღის წინ, მოდელი,  ნიგერიის დედაქალაქში, ლაგოსში გაემგზავრა, რამდენიმე პროექტში მონაწილეობის მისაღებად,. 

ნიგერიაში ჩემი ვიზიტი, აფრიკის კონტინენტის მსოფლიო სამოდელო მოდის  კარიერაში ჩართვას ეხება. ვასკვლავის განცხადებით, ცნობილმა აფრიკელმა მოდელებმა, სომალში დაბადებული იმანიდან, სამხრეთ აფრიკელი, კენდის სვეინორამდე დამთავრებული, დიდი წვლილი შეიტანეს სამოდელო ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ჟურნალი Vogue Arabia და სურვილი მაქვს, რომ ჟურნალი Vogue Afrika გამოუშვა, რომელიც პროგრესული ნაბიჯი იქნება და ეს, აუცილებლად მოხდება - ამბობს ნაომი Reuters-თან ინტერვიუში. 

სამოდელო სახლის Condé Nast International-ის წარმომადგენლები, ნაომის შეთავაზებაზე, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებენ.  

იხ. ფოტოები: 

ავტორი: რუსა ღვანიძე