ტყიბულში, მინდელის შახტის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
ამის შესახებ პაატა ქურციკიძემ პრაიმტაიმს განუცხადა.
დიდი აფეთქება იყო. დამწვარი კი არ არის ხალხი, აფეთქების შედეგად დაშავდნენ. აფეთქების ტალღამ ზოგი სად მიახეთქა და ზოგი სად. 6 ადამიანი დაიღუპა. 3 იყო დაკარგული და ნახეს უკვე. ზოგი გამოსულიც იყო. მოხდა უბედური შემთხვევა, არავინ ელოდა ასეთ ტალღას. ვერ ვიტყვი, რომ ამის აცილება შეიძლებოდა. ბუნებრივად მოხდა, - აცხადებს ყოფილი მეშახტე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.