(Exclusive) "ეშინოდა შესვლა ერთ-ერთ მეშახტეს, ხელმძღვანელობამ უთხრა, 300 -ლარიან ხელფასზე ჩამოგიყვანო..." - ყოფილი მეშახტე

11:27 04-05-2018
6334

ტყიბულში, მინდელის შახტის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა იყო. 

ამის შესახებ პაატა ქურციკიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა. 

პაატა ქურციკიძე იმ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მსგავსი აფეთქების დროს, ხელმძღვანელობა მეშახტეს ხელფასის დაკლებით დაემუქრა. 

"ადრე იყო ასეთი შემთხვევა, რომ ეშინოდა შესვლა ერთ-ერთ მეშახტეს აფეთქებისას და ამბობდა, რომ საშიშია ვერ შევალ, დავაცადოთ, ვერ გავბურღავო, ხელმძღვანელობა ამბობდა, თუ ეშინია და ვერ შევა, 300 ლარიან ხელფასზე გადმოვიყვანო. ეს უთხრეს ერთ-ერთ პიროვნებას, სახელს ვერ დავასახელებ. მე 4 კილო ნახშირისთვის გამომაგდეს და თვითონ ხალხს კლავენ და ასეთ მდგომარეობაში აყენებენ. მათთვის მთავარია, ნახშირი მიიღონ, ადამიანების ჯანმრთელობა არ აინტერესებთ", - აცხადებს ყოფილი მეშახტე. 

მისი თქმით, ამჟამად მეშახტეების ანაზღაურება 900-1000 ლარია. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის  სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე