(Exclusive) "C ჰეპატიტი მქონდა, წამლის ასაღებად არ გამიშვეს ქუთაისში..." - მინდელის ყოფილი მეშახტე

11:32 04-05-2018
1474

ტყიბულში, მინდელის შახტის ყოფილი თანამშრომელი "პრაიმტაიმთან" შრომითი უფლებების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

პაატა ქურციკიძე იხსენებს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც წამლის ასაღებად არ გაუშვეს ქუთაისში. 

"C ჰეპატიტი შემხვდა, პროგრამაში ვიყავი ჩასმული, წამლებს ვიღებდი და დირექტორს ვთხოვე, ქუთაისში უნდა წავსულიყავი წამლის ასაღებად და მთავარმა ინჟინერმა არ გამიშვა, რომ სამი დღის წამალი ამომეტანა. სამი დღის წამალი ჩამივარდა, ექიმებმაც საყვედური მითხრეს, რომ ვერ განიკურნო, სამი დღის წამალს არავინ დაგიმატებსო. საბოლოო ჯამში, მაინც განვიკურნე, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები შემქმნოდა?!", - ამბობს პაატა ქურციკიძე. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის  სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე