დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა

11:36 04-05-2018
163

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ტყიბულში გაემგზავრა. 

ამ დროისთვის არსებული, წინასწარი ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა,“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი, ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი, გადაყვანილია, ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. ამ დროისთვის, მიმდინარეობს, გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია მოკვლევა.

ადგილზე, უკვე მუშაობენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო, საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: რუსა ღვანიძე