ტყიბულში, მინდელის შახტის ყოფილი თანამშრომელი პრაიმტაიმთან აფეთქებისას დაღუპული მეშახტეებთან დაკაშირებით საუბრობს.
ჩემი ინფორმაციით, აფეთქებისას დაღუპნენ პავლე გამეზარდაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, მირზა ქურციკიძე, ბესიკ გურგენიძე, ელგუჯა ბოჭორიშვილი და გოგი რაფავა. დაშავებულების ვინაობა არ ვიცი. ახალგაზრდა ბიჭები არიან. ყველას ყავდა ოჯახი. მხოლოდ პავლეს არ ყავდა. პატარა ბავშვებვები ჰყავდათ, - ამბობს პაატა ქურციკიძე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.