ირაკლი პეტრიაშვილი: "ზუსტი ინფორმაცია შახტაში დაღუპულთა შესახებ გვექნება მაშინ, როცა ჩვენი წარმომადგენელი საგამოძიებო კომისიაში ჩაჯდება

11:50 04-05-2018
122

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამ დრომდე ზუსტ ინფორმაციას, თუ რა მოხდა ტყიბულში, შახტაში არ ფლობს.

მისი თქმით ეს შესაძლოა მართლაც უბედური შემთხვევა იყო, ან დაუდევრობასაც გამოეწვია. ზუსტი ინფორმაცია ეცოდინებათ მას შემდეგ, რაც საგამოძიებო სამუშაოები, რომელშიც მათი წარმომადგენელიც უნდა იყოს ჩართული ჩატარდება:

რამ გამოიწვია ჰაერის მთის მასივის ჩამოწოლა ჯერ არ ვიცით. შესაძლოა ეს იყო ის ამბავი, რომ წიაღისეული ამოიღეს და არ მოხდა ამ ღრმულის, გამოქვაბულის შევსება ინერტული მასალებით,  რომ შემდეგ არაფერი ჩამოწოლილიყო და ჰაერის მასას არ დაენგრია და წაელეკა ეს ხალხი, ან შესაძლოა ეს იყო ბუნებრივი მოვლენა ყოფილიყო.  თუ ბუნებრივი მოვლენა იყო, შახტის ადმინისტრაციის განცხადებით ადამიანი ასეთ დროს ვერ ჩაერევა, უძლურია. აქედან გამომდინარე ზუსტი ინფორმაცია გვექნება, როცა ჩვენი წარმომადგენელი საგამოძიებო კომისიაში ჩაჯდება - განუცხადა პრაიმტაიმს ირაკლი პეტიაშვილმა.

ირაკლი პეტრიაშვილის ცნობით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელები უკვე ტყიბულში იმყოფებიან. თავად ჯერ აგარაში, შახტის ქარხანაში მომუშავეთა დასახმარებლად, შემდეგ კი ტყიბულში ჩავა.

ავტორი: