"ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს..." - პრემიერ-მინისტრი მინდელის შახტაში მომხდართან დაკაშირებით

12:13 04-05-2018
131

პრემიერ-მინისტრი ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, მწუხარებს გამოთქვამს.

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე