ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.
ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი ბენიამ დღეს სასამართლოში, სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ოფიციალურად საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით, გორნაკაშვილს და მის ინტერესების დამცველს ირაკლი გულიას - მე არ მიგვიმართავს, თუმცა, შევხვდები გორნაკაშვილს, და არ გამოვრიცხავ მივამრთოთ განცხადებით", - განაცხადა ადვოკატმა.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილისა და ბაადურ ჩოფანაშვილის საქმის არსებითი განხილვა ამ წუთებში იწყება.
სასამართლოს წინაშე დღეს მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარდგნენ. გორნაკაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ დაცვის მხარე არც შესავალ სიტყვას წარმოთქვამს და არც რაიმე შუამდგომლობას დააყენებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა პირველ საათზეა დანიშნული.
მანამდე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მტკიცებულებებში შედის მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ამოღებული ნივთმტკიცებულებები და ოქმები, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დამტკიცდება.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.