პროფკავშირის თავმჯდომარე ტყიბულში "საქნახშირის" ხელმძღვანელობასთან ჩავიდა

18:28 04-05-2018
137

ტყიბულში, საქნახშირის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩავიდა.

პეტრიაშვილი ითხოვს, რომ მათი წარმომადგენელი ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენ კომისიაში შეიყვანონ. 

„ამ ყველაფრის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, თუ მთავრობა და შახტის ადმინისტრაცია ჩართავს ჩვენს წარმომადგენელს კომისიაში. იმ შემთხვევაში, თუ ისინი  თვითონ გამოიძიებენ  და საზოგადოებასა და ჩვენ არ მოგვცემენ ზუსტ ინფორმაციას თუ რა მოხდა, ბუნებრივია, ამ ინფორმაციის სანდოობა დაბალი იქნება. პროფკავშირს აქვს გამოცდილება, როგორ ცდილობდნენ ყოველთვის, რომ ჩვენი წარმომადგენელი კომისიაში არ ჩაერთოთ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ტყიბულში საქართველოს სახალხო დამცველს ელოდებიან. 

ავტორი: