სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.
"2018 წლის 5 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის ქვანახშირის მაღაროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა დაშავებული ორი მაღაროელი. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.