"წითელ პარასკევს შეღებილი კვერცი დედამიწის და ქრისტეს საფლავის სიმბოლოა" - სააღდგომო ტრადიციის წესები რომლებსაც ხშირად არღვევენ

13:15 04-06-2018
490

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, მრევლს, სააღდგომო ტრადიციის წესს შეახსენებს, რომელიც დღეს ხშირად ირღვევა:

“შეგახსენებთ სააღდგომო ტრადიციის წესს, რომელიც დღეს ხშირად ირღვევა უმეცრებით, თუ დაუდევრობით:

წითელ პარასკევს შეღებილი კვერცი, რომელიც დედამიწის და ქრისტეს საფლავის სიმბოლოა, აღდგომის დღის დადგომამდე, არ იტეხება.

წითელ პარასკვევს, კვერცხის წითლად შეღებვა, განასახიერებს დედამიწის ქრისტეს სისხლით შეღებვას და უფლის დასაფლავებას, ხოლო დიდ კვირიაკეს, აღდგომას კვერცხის გატეხვა, არის სიმბოლო ქრისტეს, სამდღიანი საფლავად ყოფნის დასასრულის, მკვდრეთით აღდგომის და საფლავიდან გამოსვლისა.”

ავტორი: რუსა ღვანიძე