არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულის ტრაგედიასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ მთავრობამ გარკვეული გადაწვეტილებები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.
„უნდა დადგეს პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. კომენტარებმა, რომელიც საწარმოს მხრიდან და სხვა ფაქტორებისგან ვრცელდება აჩვენებს, რომ საწარმო ცდილობს, რომ მომხდარი მთლიანად ბუნებრივ მოვლენებს დაუკავშიროს და ამით გამორიცხოს მისი პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება მხოლოდ გამოძიებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, თუმცა, აქამდე ყველა შემთხვევა, დაღუპვა თუ დაშავება შახტში გვარწმუნებს იმაში, რომ გამოძიება არასდროს ეფექტიანი არ არის და არასდროს არავინ არ ისჯება“, - განაცხადა ღვინიანიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრი, გიორგი არობელიძე კი აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„დიმიტრი ქუმსიშვილი და მისი უწყება წლებია, აფერხებენ რაიმე ტიპის წინსვლას სწორედ უსაფრთხოების და შრომითი უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბუნებრივია, როდესაც ასეთი ტრაგედიების ხდება, ადამიანებმა უნდა აიღონ თავზე პასუხისმგებლობა და პირველი, ვინც ეს უნდა გააკეთოს, სწორედ, დიმიტრი ქუმსიშვილია,“ - განაცხადა არობელიძემ.
დღეს 6 აპრილს, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები თბილისსა და ქუთაისში სოლიდარობის აქციის გამართავენს გეგმავს.