გუშინ, გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ ოპერის ცნობილი მომღერალი, თამარ ივერი სხვა რაკურსით ნახა მაყურებელმა. გია ჯაჯანიძის დაჟინებული მოთხოვნით ქალბატონმა თამარმა ფანოღი შეასრულა წამყვანთან ერთად.
„პირადში მწერენ, ქალბატონო თამარ, რა „საკალელი და მხიარული გოგო ყოფილხართ, ასე არ ჯობია, ვიდრე რაღაცეებზე რომ ღშფოთდებითო. მოკლედ, ვხედავ რომ ხალხი დაღლილია ყოველდღიური პრობლემებით და შენი მხრიდან გართობა, გამხიარულება უფრო იზიდავთ, ვიდრე პრობლემებზე საუბარი და რეალობის სარკეში ჩახედება. კარგით ბატონო მაშინ დავიწყოთ.
„გატყობთ სახეზე კმაყოფილებას-ვიწყებთ მეორე განყოფილებას“ და აბა ტაშ ტაშ...“ წერს თამარ ივერი და აღნიშნულ ვიდეოს აზიარებს სოციალურ ქსელში.