გუშინ დილით, ნებრასკას შტატში,ჰოლივუდის მსახიობის შონ პენის და რობინ რაითის ვაჟი, ჰოპერ პენი, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით, დააკავეს.
პოლიციამ, ჰოპერი და მისი მეგობარი, მსახიობი, უმა ფონ ბიკმანი, მას შემდეგ დააკავა, რაც მათ, საგზაო წესები დარღვიეს და გაფრთხილების მიუხედავად, ავტომობილი არ გააჩერეს.
ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა, მანქანის საბარგულში, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.
როგორც სააგენტო The New York Daily იუწყება, ავტომობილში, აღმოჩენილი იქნა, 14 გრ მარიხუანა. 3 გრ ჰალუციოგენური სოკო და 4 ცალი ამფეტამინის ტაბლეტი.
ცნობილია, რომ ჰოფერი, ყოველთვის აღიარებდა, მის დამოკიდებულებას, ნარკოტიკული საშუალებების მიმართ.
ჯერჯერობით უცნობია. შონ პენის და რობინ რაიტის რეაქცია, შვილის დაკავებასტან დაკავსირებით.
შეგახსენებთ, რომ შონს, ნარკოტიკული ნივთიერებების და ალკოჰოლის მოხმარების გამო, გასულ წელს, ასევე, სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
იხ. ვიდეორგოლი: