რუსეთის პასუხი აშშ-ს: "არ ჰქონდეს იმის ილუზია, თითქოს ჩვენთან სანქციების ენით ლაპარაკი შეიძლებოდეს"

13:14 04-07-2018
624

რუსეთი მკაცრი პასუხის გარეშე არ დატოვებს აშშ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 6 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწერის მცდელობამ  ხუთი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულ სანქციათა რიცხვს გადააჭარბა. 

რა თქმა უნდა, არც ახლანდელ და არც ნებისმიერ სხვა სახის ანტირუსულ ქმედებებს მკაცრი პასუხის გარეშე არ დავტოვებთ. თუმცა, გვინდა ვაშინგტონს ვურჩიოთ, რომ არ ჰქონდეს იმის ილუზია, თითქოს ჩვენთან სანქციების ენით ლაპარაკი შეიძლებოდეს, - ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის თქმით, რუსეთზე ზეწოლის მიზნით მიღებული ზომები ქვეყანას აღებული კურსიდან ვერ გადაიყვანს და აღნიშნავენ, რომ ამერიკული დემოკრატია დამამცირებელია. 

არაერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლის მიზნით მიღებული სანქციები ქვეყანას აღებულ კურსს ვერ შეაცვლევინებს და მხოლოდ იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ აშშ-ს არ შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზნებსა და ამით ის რუსული საზოგადოებას გააძლიერებს -ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის, 6 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციების სიას 26 რუსი მოქალაქე დაემატა და 15 კომპანია მოხვდა.