აღდგომის დღესასწაულზე ჯანსაღი კვების რჩევები

09:36 04-08-2018
445
თეგები: აღდგომა

საქართველოში ყოველი დღესასწაული ტრადიციული სუფრით აღინიშნება. დღესასწაულებს შორის გამორჩეულია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელის აღნიშვნაც 40 დღის განმავლობაში, ამაღლებამდე გრძელდება. 

აღდგომის  დღეებში მუდამ მატულობს კვებითი ინტოქსიკაცია. შარშან , დღესასწაულზე ჯერ მარტო თბილისში მოწამვლის 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.  

როგორ უნდა გადავიდეთ მარხვის შემდეგ კვების ჩვეულ  რეჟიმს, ისე რომ მორწმუნემ ორგანიზმი და საკუთარი ჯიბე  არ დააზიანოს ?  

მარხვის პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა ნახშირწყლოვან საკვებს, ამიტომ მარხვის დასრულებისას ორგანიზმს საადაპტაციო პერიოდი სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანსაღი კვების ინფორმირებულობის დონის ამაღლება კვლავ პრობლემას წარმოადგენს.  ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ  გამოკითხულ  სრულწლოვანთა  უმეტესობას  მიაჩნია, რომ მათი კვება არაჯანსაღია. ასევე რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, ჯანსაღი კვება ნიშნავს მხოლოდ მეტი ბოსტნეულის მიღებას.  გასათვალისწინებელია, რომ არასწორი კვება საგრძნობლად  ამცირებს გონებრივ შესაძლებლობებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას. 

მარხვის შემდეგ კვებითი ინტოქსიკაციის პირველი ნიშნებია - ბოყინი, მუცლის ტკივილი და პირღებინება. კვებითი ინტოქსიკაცია შეიძლება უფრო რთულ ფორმებშიც გადაიზარდოს და გამოიწვიოს თირკმლის  და სუნთქვითი უკმარისობა.  

თეორიულად, ნებისმიერი საკვები შეიძლება კვებითი  ინტოქსიკაციის წყაროდ იქცეს, თუმცა უფრო მეტად საფრთხილოა ცხიმიანი კერძები და კრემები   პროდუქტები.

როგორც ექიმები მიიჩნევენ,  მოსახლეობაში გავრცელებული რწმენა, იმის შესახებ, რომ   წითელად შეღებილი კვერცხის დიდი რაოდენობით მიღება  არასდროს  გამოიწვევს კვებით ინტოქსიკაციას, მეტად  საეჭვოა. რადგანაც კვერცხი და კვერცხის პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. 

ენდოკრინოლოგები მარხვის შემდეგ ჩვეულ  კვების რეჟიმზე   ეტაპობრივად  გადასვლას გვირჩევენ.  სადღესასწაულო სუფრის მიუხედავად, ექიმები რეკომენდაციას უწევენ -  ხსნილის დროს მენიუში ერთი კერძის დამატების პრინციპს, აუცილებელი ფერმენტების საკმარისი რაოდენობით გამომუშავებისთვის. ასევე, ორგანიზმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ნუ მიეძალებით მლაშე, მწარე, სანელებლებით შეკაზმულ კერძებს, ასევე შებოლილ პროდუქტს. 

მარხვის დასრულების შემდეგ უახლოეს დღეებში არასასურველია მიირთვათ შემწვარი გოჭი, ხინკალი, ხაჭაპური და მწვადი. გასათვლისწინებელია, რომ ძნელი მოსანელებელია ხორცისა და სოკოს კომბინაცია.  ხსნილის პირველ დღეებში ხორცი უნდა იყოს მჭლე, მოხარშული ან  ჩაშუშული 

ექიმების რჩევით, სასურველია მარხვის პირველ კვირას რაციონში ჩართოთ რძის პროდუქტები და უმარილო ყველი.   ამ პრინციპით კვების ჩვეულ რეჟიმს ჯანმრთელი ადამიანი 1 კვირის განმავლობაში უბრუნდება. 

 

 

ნინო ჭელიძე