გიორგი კვირიკაშვილის სააღდგომო მილოცვა

09:53 04-08-2018
174
თეგები: აღდგომა

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სიტყვა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გადასცა. პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს აღდგომა მიულოცა:

"გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გილოცავთ. ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენი მეუფება დიდხანს გაგრძელდეს საქართველოში და მე მინდა, საქართველოს ვუსურვო გამთლიანება" - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მოგვიანებით მედიასთანაც გააკეთა კომენტარი:

„მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე და ხვალინდელი დღის იმედი. როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა და საშობაო ეპისტოლეშიც იყო ვრცლად საუბარი ამაზე, გამოწვევები და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ერთადერთი ხსნა არის ერთობაში, მათ შორის, ეკლესიის, ერის და ხელისუფლების ერთობაში. სწორედ ამ ერთობამ და სარწმუნოებამ მოგვიტანა ჩვენ დღევანდელი საქართველო და სხვა გადარჩენა არ არსებობს. ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც მას ეკუთვნის. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მეც ჩემს თავს ვეუბნები ამას" - განაცხადა პრემიერმა.

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მრევლთან ერთად თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი: