უნგრეთში დღეს საპარლამენტო და მთავრობის არჩევნებია.
წინასწარი გამოკითხვებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესი" გაიმარჯვებს.
ვიქტორ ორბანი უკვე 8 წელია, უნგრეთის მთავრობის მეთაურია.
მთავარი ოპოზიციური პარტია "იობიკია". მესამე ადგილზე კი სოციალისტები არიან.
უნგრეთის პარლამენტში სულ 199 დეპუტატს აირჩევენ. მთავარია მოქმედმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნება შესძლოს. კვლევების მიხედვით, მმართველ გუნდს ელექტორატის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მოქალაქეთა დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს ხმას.