ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა. მას კორუფციასა და ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს და 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასჯელს ქალაქ კურუტიბაში მოიხდის.
ლულა ამტკიცებს, რომ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული, რადგან ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
ლუის ინასიო ლულა და სილვას ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა 2003-2011 წლებში ეკავა.