მართლმადიდებელი სამყარო, უდიდესი სიხარულით ელოდება, იესო ქრისტეს აღდგომას, რადგან ეს გახდა საწინდარი, სიკვდილზე, სიცოცხლის გამარჯვების, ბოროტებაზე, სიკეთის, სიცრუეზე სიმართლის და ჯოჯოხეთზე, სამოთხის გამარჯვებისა.
იესო ქრისტეს აღდგომის, პირადი თვითმხილველი, ცნობილი ბერძენი, ისტორიკოსი - ჰერმიდეოსიც გახდა და ეს ამბავი აღწერა კიდეც თავის შრომებში, როგორც კონკრეტული ისტორიული ფაქტი. გაითვალისწინეთ - ეს ის ჰერმიდეოსია, რომლის ნაშრომები, როგორც ყველაზე საიმედო, საფუძვლად უდევს პალესტინისა და რომის ისტორიას. ისტორიულ წრეებში მას უწოდებენ მემატიანეს, რომელიც „ფოტოაპარატის სიზუსტით გადმოსცემს ყველაფერს“.
ჰერმიდეოსი, პილატესთან მუშაობდა და მისი თანამდებობა, პილატეს ბიოგრაფობა იყო. რაც მთავარია, ეს ადამიანი, პირადად იცნობდა იესოს, ამიტომ მისი ცნობები, მით უფრო ძვირფასია. თავიდან ჰერმიდეოსი, ქრისტეს უბრალოდ, მატყუარად სთვლიდა და, ცხადია, არც მისი აღდგომისა სჯეროდა.
ამიტომ იგი, თავისი სურვილით გაემართა, ჯვარცმული იესოს საფლავისაკენ, რომ, როგორც ძალზედ პატიოსან მემატიანეს, საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი და მერე იმაში, რომ არაფერიც არ მომხდარა, პილატეს მეუღლეც დაერწმუნებინა. მოხდა პირიქით - ისტორიკოსი, უფლის აღდგომის, პირადი თვითმხილველი შეიქმნა. ეს ყველაფერი, ჰერმიდეოსმა, თავის შრომებში ასე აღწერა:
"სამარეს, 150 ნაბიჯზე რომ მივუახლოვდი, სისხამი განთიადის მკრთალ შუქზე, დავინახეთ, სამარესთან მყოფი დაცვა: ორი მათგანი, იჯდა, დანარჩენები მიწაზე წამოწოლილიყვნენ ...
საოცარი სიჩუმე იდგა. ჩვენ, ძალიან ნელა მივდიოდით და გადაგვისწრო დაცვამ, რომელიც სამარესთან მყოფი დაცვის შესაცვლელად, მიდიოდა. უეცრად, ძალიან განათდა. ჩვენ ვერ გავიგეთ, თუ საიდან მოდიოდა ეს სიწითლე, მაგრამ სულ მალე, დავინახეთ, რომ იგი ზემოდან მოდიოდა - იმ ბრწყინავი ღრუბლიდან, რომელიც დაეშვა საფლავისაკენ. და შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც უბრწყინვალესი სინათლითა და შუქით იყო მოსილი. ამავე დროს გაისმა გრუხუნი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ მიწაზე...
ამ ხმაზე, სამარის მცველნი, ფეხზე წამოიჭრნენ, მაგრამ შემდეგ, მიწაზე დაემხნენ. ამ დროს, საფლავისაკენ მიმავალ ბილიკზე, ჩვენგან მარჯვნივ, ქალი მიდიოდა. მან დაიყვირა: - „განიხვნა!, განიხვნა!“ ( ანუ გაიხსნაო).
სწორედ მაშინ, ჩვენ დავინახეთ, რომ ის ძალიან დიდი ქვა, რომლითაც გამოქვაბულის შესასვლელი ჩაკეტილი იყო, როგორღაც თავისით აიწია და სამარეში შესასვლელი გაიხსნა. ამის შემყურენი, ძალზედ შევშინდით... მცირე ხნის შემდეგ, საფლავზე, სინათლე გაქრა და სიჩუმე ჩამოწვა. ამასობაში, მივედით კიდეც საფლავთან და ვნახეთ, რომ იქ დამარხული ადამიანის სხეული, აღარ იმყოფებოდა" - წერს, ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი - ჰერმიდეოსი.
(აკადემიკოს ივანე ბელეცკის მიხედვით)