კაცი, რომელიც თავს, ბელიაშვილზე ერთ-ერთი დაზარალებული ქართველი ბავშვის მამად ასაღებდა, ფეისბუქზე ვრცელ განმარტებას აკეთებს.
როგორც ლუკა შონია წერს, მისი განცხადება მთლიანად სიცრუე და სატირაა.
მეგობრებო! ვინც ნახეთ დღევანდელი ვიდეო და მასზე ჩემი კომენტარი მინდა იცოდეთ რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი: ჩემი აზრით ქართველი ხალხის ნაწილი და თან საკმაოდ დიდი, მარტივად ექცევა ისეთი ნაციონალისტური აზრების ქვეშ რომლებიც შესაძლოა უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ქვეყნისთვის ვიდრე სიკეთის. ჩემი აზრით რუსული სპეც სამსახურები ამ მეთოდს იყენებენ საბჭოთა კავშირის დროიდან ხალხის ერთმანეთზე გადასაკიდებლად და დაშალე და იბატონეს პრინციპით მარტივად ასრულებდნენ თავიანთ მისიას. დღევანდელი ჩემი კომენტარი ემსახურებოდა იმას რომ სანამ რაიმე პოსტს, ჩავეჭიდებით, გადაუმოწმებლად დავაშეარებთ და არგუმენტად გამოვიყენებთ, იქნებ დავფიქრდეთ რამდენად სიმართლეა. იქნებ იქ ისეთი რამ წერია რისი მოსმენაც გვინდა და ამიტომ უფრო გვჯერა. უფრო მეტი ნათელი რომ მოვფინო: ჩემი დღეს დაწერილი პოსტი არის მთლიანად სიცრუე და სატირა, ტროლინგი, იმ სავარაუდო გაპრავებებისა რაც ჩემი დახმარების გარეშეც აუცილებლად გაჩნდებოდა. ასე რომ სანამ ზანგს (ფერადკანიანს) მოედნიდან გავაგდებთ, იქნებ კარგად დავფიქრდეთ ჩვენი მომავლისთვის ეს კარგია თუ ცუდი.
და თქვენ ვინც გგონიათ რომ ჩემი პოსტის გამო კამათში წააგეთ :) ასე მარტივად ცრუ პოსტით თუ იგებენ ნაციონალისტები დებატებს, მაშინ კამათს ჩანასახშივე აზრი არ აქვს. ახლა კი შეგიძლიათ ისევ ეს პოსტი გამოიყენოთ მათთან საკამათოთ.
და არაფრის, რომ ამდენი ნაციონალისტი, მარშელი და ა.შ. გადავიმტერე, - წერს სოციალური ქსელის მომხარებელი.
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბენ ზიგმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. პრაიმტაიმი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
დღეს ფეხბურთს სტადიონზე 6 საათზე ვთამაშობდით, როდესაც ქართველი მამაკაცი მოგვიახლოვდა და სტადიონის დატოვება მოგვთხოვა, ვკითხეთ თუ რატომ უნდა მოვქცეულიყავით ასე, რაზეც მან გვიპასუხა, რომ სტადიონი უნდა დაგვეტოვებინა და წავთრეულიყავით ქვეყნიდან. მან განაგრძო საუბარი იმაზე, რომ არ გვაქვს უფლება ამ ქვეყანაში ყოფნის რადგან ჩვენ ვართ შავკანიანები. მამაკაცი ამის შემდეგ უფრო აგრესიული გახდა და მუშტების ქნევაზე გადავიდა. ქართველი მამაკაცები დანებითა და ქვებით მოგვსდევდნენ. ერთ-ერთი მამაკაცი კი კორპუსის ფანჯრიდან გვიყვიროდა, რომ დაგვხოცავდა თუ არ დავტოვებდით ქვეყანას. ვერც კი გავაცნობიერეთ რა მოხდა, როდესაც ისინი თავს დაგვესხნენ. მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენი არასრულფასოვანი ქართული ენის ცოდნის გამო, მამაკაცებმა ისტორია ადვილად გააყალბეს, მათი პოლიციას განუცხადეს, რომ სტადიონის დატოვებას მშვიდობიანად გვთხოვდნენ. ჩვენ პოლიციას სრულყოფილი ვიდეო ვაჩვენეთ, რაზეც საოცარი პასუხი მივიღეთ, პოლიციამ გვითხრა დაგვევიწყებინა ეს ფაქტი. თავდამსხმელებიდან არცერთი დაუპატიმრებიათ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რასიზმის წინააღმდეგ. რასიზმი 21-ე საუკუნეში? ეს წარმოუდგენელია, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო