ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას - გიორგი კვირიკაშვილი

12:08 04-09-2018
112

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის, ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს. ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი კინოს ისტორიაში. მისმა შექმნილმა კინოგმირებმა, რომლებიც ძალიან ახლობელი, დაუვიწყარი და გამორჩეულად ძვირფასია მაყურებლისთვის, იგი ნამდვილ კინოვარსკვლავად აქცია. ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ავტორი: ლილუ მიროტაძე