გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადებით, თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების დამუშავების პროცესის დასაჩქარებლად, საქართველოს და სომხეთის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ შეთანხმების მიღწევას აპირებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის შტეფაინ მაიერის განცხადებით, საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მაღალია, დადებით გადაწყვეტილებას კი ძალიან ცოტას იღებს:
საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას სავსებით მისაღებად მივიჩნევ, მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა ამას უპირობოდ უჭერს მხარს - აღნიშნა მეიერმა.
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მონაცემებით, 2017 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 3462-მა მოქალაქემ მოითხოვა.