ტყიბულში დღეს გლოვის ღამეა. ქალაქის ცენტრში ადგილობრივები ყვავილებითა და სანთლებით შეიკრიბებიან და გარდაცვლილ მეშახტეებს პატივს მიაგებენ. შეკრებილებს გაერთიანებული პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტყიბულში, მინდელის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სამი მეშახტე დაშავდა.
მომხდარზე მოკვლევა უკვე მიმდინარეობს, შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.