თბილისის მერია აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის, ე.წ მეტრომანის დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი უნდა იყოს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება. ესკიზის გაგზავნა ნებისმიერ მსურველს დღეიდან 24 აპრილის ჩათვლით შეეძლება. ამის შემდეგ შესაბამისი კომისია 10 საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს. საბოლოო გამარჯვებული სპეციალური კომისიის მიერ 5 მაისს გამოვლინდება.
თბილისის მერი იმედს გამოთქვამს, რომ კონკურსში ბევრი მსურველი მიიღებს მონაწილეობას.