დღეიდან თბილისში, პარკირების ჯარიმების ნახვა საზოგადოებას ახალ ვებ-გვერდზე Tp.ge-ზე შეეძლებათ.
სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძის განმარტებით ჯარიმების ოდენობა და პარკირების საშვების მოსაკრებლის ღირებულება არ შეიცვლება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია "სითი პარკის" თანამშრომლების ნაწილთან კვლავ განაგრძობს მუშაობას.
"სითი პარკის" 145 თანამშრომლიდან მერიასთან თანამშრომლობის სურვილი 102-მა ადამიანმა გამოთქვა.
დღეიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია "სითი პარკის" მომსახურებას სრულად გადაიბარებს.