აზერბაიჯანში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებია

11:50 04-10-2018
89

აზერბაიჯანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძოლებს. ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. საარჩევნო ყუთები მთელი ქვეყნის მაშტაბით 08:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დაიხურება. საარჩევნო პროცესს 900 საერთაშორისო და 58 ათასი ადგილობრივი დამკვირვებელი დაესწრება.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 125 ოლქში, 5641 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 41 უბანი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 32 ქვეყანაში გაიხსნება, მათ შორის საქართველოშიც.

ავტორი: