2018 წლის 10-12 აპრილს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი. სტენდის დიზაინი წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით შეიცვალა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია.
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.
„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“ პროექტს „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს.