მადონას უჩვეულო ფოტოსესია პოპულარულობამდე - მომღერალი კრიალოსნით ხელში ლოცულობს

13:29 04-10-2018
283

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, მადონა(ლუიზა ჩიკონე), დაიბადა 1958 წელს, ბეი სითიში, მიჩიგანის შტატში(აშშ). მომღერალი, მესამე ბავშვი იყო, კრაისლერის ინჟინრის, იტალო-ამერიკელი სილვიო ტონი ჩიკონეს და კვებეკელი, მადონა ლუიზა ფორტინის, რვაშვილიან ოჯახში.

კათოლიკურმა აღზრდამ, მის ცხოვრებაზე და კარიერაზე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მომღერალს, სხვადასხვა დროს, განუცხადებია, რომ დედის უდროო გარდაცვალებამ, წარუშლელი კვალი დატოვა მასზე, მოზარდობის და ზრდასრულ ასაკში. 

მისი სახელი, მადონა, კათოლიკურია და ქალწული მარიამიდან მომდინარეობს, რომელსაც რომის კათოლიკური ეკლესია, ხშირად მოიხსენიებს, როგორც მადონას. მომღერლის თქმით, მისი სახელი, ძალიან იტალიურია, იმის მიუხედავად, რომ მან ეს სახელი, ფრანგული წარმოშობის, კანადელი დედის პატივისსაცემად დაარქვეს. სახელი მადონა ორი იტალიური სიტყვეის - ma-ს, იტალიური mia-ს ვარიაცია და donna-სგან შედგება, რაც მთლიანობაში, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ჩემი ქალბატონი.

მადონას, კათოლიკური აღზრდა და მშობლებისადმი დამოკიდებულება, 1989 წლის ალბომში, Like a Prayer, აისახა, სადაც შესულია სიმღერები მშობლებისა და კათოლიკური აღზრდის შესახებ, სადაც გამოყენებული იყო, ისეთი კათოლიკური სიმბოლოები, როგორიცაა სტიგმა და ჯვარცმა, როგორც მთავარი რელიგიური აქსესუარი. Virgin Tour- ის კლიპის მსვლელობისას, მადონას, ყელზე კრიალოსანი ეკეთა., ხოლო La Isia Bonita-ს ვიდეოკლიპში, მადონა, კრიალოსნით ხელში ლოცულობს. 

ყოველთვის საინტერესოა, როგორ იცვლებიან კუმირები, ასაკის მატებასთან ერთად. სოციალურ ქსელში, გავრცელდა პოპ-სცენის დედოფლის, მადონას, არქივის ფოტოსესია, რომელიც 1983 წელს არის გადაღებული. ეს ის პერიოდია, როცა მომღერალი, ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული. 

ავტორი -  ცნობილი, სელებრითების ფოტოგრაფი, ერიკ კროლია, რომელმაც მადონას ფოტოსესიის კადრები, ნიუ-იორკის ლეგენდარულ კლუბში, Danceteria- ში გადაიღო. 

იხ: ფოტოკოლაჟი:

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე