გინესის რეკორდების წიგნს კიდევ ერთი ადამიანის გვარი შეემატა. დასახელდა პლანეტის უხუცესი კაცი.
იაპონიის მოქალაქე მასაძო ნონაკამ 112 წელი და 259 დღე უკვე იცოცხლა.
ყველაზე უხუცეს კაცს შესაბამისი სერტიფიკატი შესაბამისმა ორგანიზაციის წარმომადგენელმა უკვე გადასცა.
რეკორდსმენი 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა. ნონაკას 5 შვილი და 7 და-ძმა ჰყავს.
მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ამ დრომდე 122 წლის ჟან ლუიზ კალმანი მიიჩნეოდა.