სააპელაციო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის განხილვა გადადო და მორიგი პროცესი 15 მაისს 12:30-ზე ჩანიშნა.
გიორგანაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არალოგიკურია:
"გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენას მედავება და ამასთანავე, 45 აბი ნარკოტიკული საშუალება შემომქონდა ჯიბით? ეს რა ლოგიკაა?!" - განაცხადა გიორგანაშვილმა ბახალა) პროცესზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დაცვის მხარემ სხდომის გონივრული ვადით გადადება ითხოვა, რაც სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დრო ახალი მტკიცებულებების წარსადგენად სჭირდებათ.
დაცვის მხარემ, ასევე, მოწმეების ხელახლა დაკაითხა მოითხოვა, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა.
გარდა ამისა, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ საქმისთვის მტკიცებულებად ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის მასალები დაერთოთ, რომლის ფარგლებშიც გიორგი გიორგანაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ედება ბრალად. მოსამართლეთა კოლეგიამ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გიორგანაშვილს (ბახალა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 2 აპრილს კი გიორგანაშვილს ახალი ბრალი - ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენა წაუყენეს ბრალად.