ლუკაშენკომ ჟურნალისტებს თავის დიეტაზე უამბო

19:07 04-10-2018
183

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებს თავისი დიეტის შესახებ უამბო. ინტერვიუ მან გამოცემაბელტასმისცა.

სამი კვერცხი დილით, სადილზე-ხორცი, საღამოს- თევზი, რამდენიც გსურთ... მკაცრი ცილის დიეტა. მე იმას მივირთმევ, რასაც ყველა ბელარუსი, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. პროდუქტებს ვყიდულობ ჩვეულებრივ მაღაზიებში, ზოგჯერ ბაზარშიც. მიხარია, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და უსაფრთხო პროდუქტები გვაქვს. სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია დღეში ორი საათი სპორტითაც დაკავდეთ,“- თქვა ლუკაშენკომ.