სად ითხოვდა დაკრძალვას ლეგენდარული მსახიობი? - ლეილა აბაშიძემ ანდერძი დატოვა

19:21 04-10-2018
7217

ქართული კინოს ვარსკვლავს ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ. ინფორმაცია მსახიობის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ამის შესახებ 1tv წერს.

მსახიობი ლეილა აბაშიძე  88 წლისა, 8 აპრილს გარდაიცვალა.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში მან 30-მდე დასამახსოვრებელი კინო-როლი შექმნა. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ მსახიობ ქალად მიიჩნეოდა.

პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, რომელშიც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი რვა წლის იყო. მალევე ითამაშა ფილმებში „ოქროს ბილიკი“ (1945) და „აკაკის აკვანი“ (1947). 

მსახიობს საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957).

1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო (1970). არის ასევე მხატვრული ფილმის „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.