ბლოგერი, გურამ შეროზია თავის სოციალურ ქსელში წერს, იმ თემებზე, რომლებიც ამ პერიოდში ყველაზე აქტუალურია: ფერადკანიანების ცემა, თამაზ ელიზბარაშვილის გადაწყვეტილება, ცხოველების თავშესაფარის დაკეტვასთან დაკავშირებით, ქრისტე აღდგა თუ აღსდგა, ჩამოსულები, სხვისი სექსი და ა.შ
„ამ პერიოდში, ყველაზე აქტუალური თემები:
1. ფერადნკანიანების ცემა, რასისტი იდიოტები, გამპრავებლები და ხმები მღაღადებლებისა უდაბნოსა შინა
2. თამაზ ელიზბარაშვილი და ეჭვი: ქუჩაში უფრო უსაფრთხოდ ხომ არ იქნებიან ძაღლები? აქაც, მითქმა, მოთქმა, კბილთა ღრჭენა.
3. აღდგა, აღსდგა, ჩასაფრება, ჯანდაბა და გადაშენება!
4. ჩამოსულები, კარენოები, საცობები, რიკოთი და მოჯადოვებული წრე, წელი არ ჩაგვიგდია ჯერ.
5. სხვისი სექსი, სხვისი უსექსობა, სხვისი ყველაფერი...
მოკლედ, ხუთი პუნქტი იმაზე, თუ რატომ გვყავს ამდენი განუვითარებელი. დრო არ გვაქვს განვითარებისთვის, აბა მერე როდისღა ავიქაფოთ ენები და ვიბოდიალოთ სისულელეები, ვიჭორაოთ, დავჭამოთ ერთურთი, ა.შ.
და ამასობაში, მეც დავბრუნდი, ბედკრულ და მაინც საყვარელ ჯორჯიაში.“ - წერს გურამ შეროზია.
ავტორი: სესე კოპალეიშვილი.