ვეძისში დაჭრილი 4 მამაკაცი და ერთი ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

21:07 04-10-2018
861

ზემო ვეძისში, დაახლოებით ერთი საათის წინ დაჭრილი 4 მამაკაცი და ერთი ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ "პრაიმტაიმს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. 

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკაშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება, თუმცა ცნობილია ის, რომ ერთ-ერთ დაჭრილ მამაკაცს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე