გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, სირიაში ქიმიური თავდასხმის გამოძიებისთვის ახალი მექანიზმები შექმნასთან დაკავშირებით, რუსეთმა ვეტო დაადო.
რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, ჩინეთმა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ რუსეთი და ბოლივია წავიდნენ.
დამოუკიდებელი მისიის შექმნას, რომელიც 7 აპრილს, ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფაქტს გამოიძიებდა, შეერთებული შტატები ითხოვდა.